logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ის ლეგენდა, რომელიც რუსეთიდან მილიონობით რუბლის გადმორიცხვის განმარტების მიზნით შემოგვთავაზე ხოშტარიამ, სავსებით ჯდება აგენტურული საქმიანობის კლასიკურ ჩარჩოებში
- +

16 ივნისი. 2022. 20:54

"ყოველ აგენტურულ საქმიანობას თან ახლავს ფინანსური კვალი. რაც უფრო აქტიურია აგენტი მით უფრო სოლიდურ ანაზღაურებასთან გვაქვს საქმე," - ამის შესახებ ექსპერტმა, დავით ქართველიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

თანხის მიღების სქემა არის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი მომენტი რომელიც ამ პროცესის ლეგალიზაციას მოითხოვს. ის ლეგენდა, რომელიც რუსეთიდან მილიონობით რუბლის გადმორიცხვის განმარტების მიზნით შემოგვთავაზე დღეს ქალბატონმა ხოშტარიამ სავსებით ჯდება აგენტურული საქმიანობის კლასიკურ ჩარჩოებში“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

დღეს „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება.

მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან.

ხოშტარიამ „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული სკანდალური ინფორმაცია დაადასტურა

right_banner right_banner
არქივი
right_banner