logo_geo
eng_logo
ზაზა ხუციშვილი: რუსეთისკენ მიბრუნება საქართველოსთვის დამღუპველია!
- +

17 აგვისტო. 2016. 13:06



„ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ხუციშვილი გაზეთ „რეზონანსთან" „ცენტრისტების" შესახებ საუბრობს.


ხუციშვილის განცხადებით, ნებისმიერი სახის პოლიტიკური ძალა, რომელიც პრორუსულია, ქვეყნისთვის დიდი საფრთხეს წარმოადგენს.



უნდა განხორციელდეს თუ არა რაიმე სახის სამართლებრივი ქმედებები „ცენტრისტების" წინააღმდეგ? - აღნიშნულ კითხვას ხუციშვილმა უპასუხა:



„არიან ადამიანები, ვინც ფიქრობს, რომ საქართველომ უნდა აიღოს რუსული ორიენტაცია, რასაც მე კატეგორიულად ვემიჯნები. ვთვლი, რომ რუსეთისკენ მიბრუნება საქართველოსთვის დამღუპველია და ყველა იმ პრინციპებზე უარის თქმას ნიშნავს, რისთვისაც ევროპისკენ მივისწრაფვით.

 

თვითონ ამ მოწოდებებში დანაშაულებრივი ქმედება თუ არის, უნდა აიკრძალოს. თუ ეს მხოლოდ ამ ადამიანების პოზიციაა, მაშინ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ამ ადამიანების მცდარი აზრი და მეტი არაფერი. შესაბამისად, კანონის მიხედვით უნდა მოხდეს რეაგირება", - აცხადებს მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner