logo_geo
eng_logo
ზელენსკი: რაც უფრო მეტ იარაღს მივიღებთ, მით უფრო სწრაფად შეძლებს უკრაინა თავისი მიწის გათავისუფლებას
- +

16 ივნისი. 2022. 21:15

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა მთელი ევროპის წინააღმდეგ აგრესიაა და რომ რაც უფრო მეტ იარაღს მიიღებს უკრაინა დასავლეთისგან, მით უფრო სწრაფად შეძლებს თავისი ოკუპირებული მიწის გათავისუფლებას.

„დაგვიანების ან გადადებული გადაწყვეტილების ყოველი დღე არის შესაძლებლობა რუსი სამხედროებისთვის მოკლან უკრაინელები ან გაანადგურონ ჩვენი ქალაქები. არსებობს პირდაპირი კორელაცია: რაც უფრო მძლავრ იარაღს მივიღებთ, მით უფრო სწრაფად შევძლებთ ჩვენი ხალხისა და მიწის გათავისუფლებას. რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ მთელი ევროპის წინააღმდეგ აგრესიაა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner