logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ხოშტარია ძალიან აიჭრა პასუხებში, კრემლი ახსენა, რაც არავის უხსენებია
- +

16 ივნისი. 2022. 22:05

 

ხოშტარია ძალიან აიჭრა პასუხებში. ვნახე მისი კომენტარი, პოსტი. კრემლი ახსენა, რაც არავის უხსენებია, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, ელენე ხოშტარიას იმაზე უნდა ელაპარაკა, საიდანაც მოდის ეს დაფინანსება.

„ბიუჯეტის ფულია და კრემლი რატომ გეწვის? ბიუჯეტის ფული და კრემლი სხვადასხვაა. კრემლი იგულისხმება იმ შემთხვევაში, როდესაც პირდაპირ შენ გაფინანსებს რაღაც სპეცსამსახურებია თუ პოლიტიკური თემებია, მაგრამ როდესაც ნახსენებია, რომ ამა და ამ თეატრიდან თუ საიდანაც მოდის ეს დაფინანსება, კონკრეტულად ამაზე უნდა ილაპარაკო“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

დღეს „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება.

მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან.

ხოშტარიამ „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული სკანდალური ინფორმაცია დაადასტურა

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner