logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტარებს: როდის იყო საქართველო ევროსტანდარტებთან ახლოს, როდესაც სერგო თეთრაძეს წამებით ამოხადეს სული, თუ ახლა?
- +

16 ივნისი. 2022. 23:17

"სტრასბურგის სასამართლომ „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ჩადენილი ასამდე უმძიმესი დარღვევის შემთხვევა დაადასტურა. მინდა, მივმართო შეკითხვით, მაშ როდის იყო საქართველო ევროსტანდარტებთან ახლოს როდესაც, მაგალითად, სერგო თეთრაძეს წამებით ამოხადეს სული, თუ ახლა?" - წერს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში.

როგორც ვოლსკი წერს 2004-2012 წლებთან შედარებით, შემდგომ შვიდ წელიწადში საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში 7 ჯერ ნაკლები საჩივარია შესული.

"გადავხედოთ ზოგიერთ მონაცემს, რომელთა მიღმა არაერთი ადამიანისა და ოჯახის განსაცდელი, დანგრეული ცხოვრება, მორალური თუ ფსიქოლოგიური ზიანი აისახება: სტრასბურგის სასამართლომ ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდში ჩადენილი ასამდე უმძიმესი დარღვევის შემთხვევა დაადასტურა, მათ შორის 10 სიცოცხლის უფლების დარღვევას, ხოლო 30 წამების ფაქტს ეხება. რასაკვირველია დაზარალებულთა უმრავლესობამ საერთაშორისო სასამართლოს არ ან ვერ მიმართა. ზოგიერთ ევროპარლამენტარს მინდა მივმართო შეკითხვით, მაშ როდის იყო საქართველო ევროსტანდარტებთან ახლოს როდესაც, მაგალითად, სერგო თეთრაძეს წამებით ამოხადეს სული, თუ ახლა? ისე, ცნობისათვის 2004-2012 წლებთან შედარებით, შემდგომ შვიდ წელიწადში საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში 7 ჯერ ნაკლები საჩივარია შესული”- წერს გიორგი ვოლსკი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner