logo_geo
eng_logo
ქრისტინე იმედაძე: შვილის რჩენა 18 წლამდე მხოლოდ დედის ვალდებულებაა? და მამის კეთილ ნებაზეა?
- +

17 აგვისტო. 2016. 13:26



ტელეწამყვანი ქრისტინე იმედაძე ბაია პატარაიას პოსტს ეხმაურება.



„კი ბატონო! თუმცა ისეთი დრო დადგა, ქალებს უფრო ეტყობათ, რომ ეს ყველაფერი იციან, ვიდრე კაცებს... შვილის რჩენა 18 წლამდე მხოლოდ დედის ვალდებულებაა? და მამის კეთილ ნებაზეა? ამაზეც გვითხარით რა ორი სიტყვა და კიდევ მაინტერესებს, „კეთილი ნება" რა ასაკში უჩნდება კაცს?..

მაშინ ხომ არა, როცა უკვე შვილი 18-ის არის და მშობლის ვალდებულება აღარ არის მისი რჩენა?"- ასე ეხმაურება ქრისტინე იმედაძე ბაია პატარაიას განცხადებას.




„სრულწლოვანო ქალებო, შეიგნეთ და დაიმახსოვრეთ:

 

1. არავის დედამიწის ზურგზე არ აქვს თქვენი რჩენის ვალდებულება, არც ქმარს, არც მშობლებს, არც არავის.

 

2. თქვენ გაქვთ ვალდებულება, არჩინოთ თქვენი არასრულწლოვანი შვილები, ბავშვის მამასთან ერთად, ისიც, თუ ჰყავს ბავშვს მამა. თქვენი მშობლები და თქვენი დედამთილ-მამამთილი ვალდებული არ არიან, არჩინონ თქვენი შვილები.

 

დასკვნა: ქალებო, 18 წლიდან ვალდებულები ხართ, ირჩინოთ თავი. მადლობა გადაუხადეთ მშობლებს, თუ ისინი 18 წლის მერე მატერიალურად გეხმარებიან, მათ ამის ვალდებულება არ აქვთ. თუ თქვენი ქმარი თანახმაა, გარჩინოთ, ძალიან კარგად გახსოვდეთ, რომ ეს მისი კეთილი ნებაა და ნებისმიერ დროს შეუძლია გადაფიქრება. არავინ არ არის ვალდებული, გარჩინოთ თქვენ.

 

P.S. ეს უნდა ისწავლებოდეს ბაღიდან და ყოველ დღე, და არა კრეტინობა თეთრრაშიან პრინცზე და ოჯახის სიწმინდეზე.

 

P.P.S. კაცებზეც იგივეა, უბრალოდ, კაცებს არ ატყუებენ ასე მწარედ და მთლად ამხელა ილუზიას არ უჩენენ",- წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner