logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: 300-კაციანი აქცია სრულად აცდენილია იმ რეალობას, რაც საქართველოშია - ევროკავშირში ინტეგრაციას საქართველოში მხარს უჭერს მოსახლეობის 85 პროცენტი
- +

16 ივნისი. 2022. 23:26

"300-კაციანი აქცია სრულად აცდენილია იმ რეალობას, რაც საქართველოშია, როდესაც ასეთი მოუმზადებელი ინიციატივით გამოდიხარ, სულ მცირე, ვიღაცას უნდა შეეკითხო" – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პირველი არხის“ ეთერში „ევროპის მოედანზე“ პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ევროპული კურსის მხარდამჭერი აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აქცია აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო.

ევროკავშირში ინტეგრაციას საქართველოში მხარს უჭერს მოსახლეობის 85 პროცენტი და დღეს აქციაზე მისული იყო 300 ადამიანი, საიდანაც 200-ზე მეტი იყო პრეზიდენტი, ელჩები, ჟურნალისტები და ადმინისტრაციის თანამშრომლები, პლუს პოლიციელები. როდესაც ასეთი მოუმზადებელი ინიციატივით გამოდიხარ, მინიმუმ, ვიღაცას უნდა შეეკითხო.

ელემენტარულად, ტექნიკური მხარეც რომ ავიღოთ, ვიღაცას ხომ უნდა გაეფრთხილებინა მერია იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, უნდა შეზღუდულიყო მოძრაობა. ინიციატორის მხრიდან ასეთი გაფრთხილება თუ არ შედის, მერია ასეთ ზომას თვითონ ვერ მიიღებს, ხომ?! არც მოძრაობა იყო შეზღუდული და ხალხიც არ იყო მისული. რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ინიციატივა აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო და პირიქით, კონტრპროდუქტიული იქნებოდა, ეს ახდა და ასეთ ინიციატივაში ჩვენ, ბუნებრივია, ვერ მივიღებდით მონაწილეობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner