"ეს არის აპრობირებული მეთოდი სპეცსამსახურების, როცა ამ არხებით ირიცხება. რა ჰონორარი? მეც ვიღებ ბაბუაჩემის ჰონორარს და ვიცი, როგორ, რანაირად და რა გზით ხდება" - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ ელენე ხოშტარიაზე საუბრისას განაცხადა.
„რამდენჯერაც შეეცდება ეს ყველაფერი დაამტკიცოს, საპირისპირო შედეგს მიიღებს. ძაან ბევრი კითხვები ჩნდება და ჯობია ამ დისკუსიაში თვითონაც არ შემოვიდეს. გოგი ხოშტარიასგან არაფერი არ გამიკვირდება - პირველი იყო, რომელიც სიგუასა და კიტოვანს გვერდს უმშვენებდა და ასე ვთქვათ, შეირაღებული ებრძოდა კანონიერ ხელისუფლებას. მამების ჩადენილ დამაშაულზე შვილები პასუხს არ აგებენ, მაგრამ ეს სხვა შემთხვევაა. ამ მორალურ პაექრობაში რომ შედის იმ ადამიანებთან, რომლებმაც ბევრი რაღაც გაწირეს, გააკეთეს. პაატა ბურჭულაძე ჰყავთ და ეს რომ დაიწყებს რუსეთუმეებზე ლაპარაკს. ესენი ამაზე არ უნდა ლაპარაკობდნენ. ბიძინა ივანიშვილია რეგრესულ ადამიანად შეფუთული და ესენი არიან მშვიდობის მტრედები“, - განაცხადა გამსახურდიამ.