logo_geo
eng_logo
გიორგი გამსახურდია არახამიაზე: ის არის პოლიტიკურად ანგაჟირებული პირი და „ნაცმოძრაობის“ პარტაქტივი
- +

16 ივნისი. 2022. 23:54

 

"ის არის პოლიტიკურად ანგაჟირებული პირი და „ნაცმოძრაობის“ პარტაქტივი, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ დავით არახამიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დავით არახამიამ თვითონაც იცის, რომ სისულელეს ლაპარაკობს, მაგრამ სპეციალურად ამბობს.

„არახამია ე.წ. ნაყაჩაღარი „რუსთავი 2“-ის მეპატრონეების, ძმები ყარამანიშვილების დასასრულია. იმდენი პრობლემებია უკრაინაში, შენ ჩადიხარ ამერიკაში და ამ სისულელეებს ლაპარაკობ. შენი ქვეყანა არის ამხელა აგრესიის წინააღმდეგ და გცალია ამ სიცრუის ტირაჟირებისთვის, რაც ყველანაირი კონტექსტიდან არის მოგლეჯილი. ერთი გონივრული წინადადება, ერთი სიმართლესთან ახლოს მდგომი არაა ნათქვამი, რა კომპანიები, რა გზების ავლა, რა ფულის გათეთრება? ეს გლობალური საკითხია, რაზეც ჩვენ მთლიანად ვართ მიერთებული. თვითონაც იცის, რომ სისულელეს ლაპარაკობს, მაგრამ სპეციალურად ამბობს. იმდენი რამის ლობირებაა ახლა ამერიკაში უკრაინისთვის შესაძლებელი, რადას წარმომადგენელია, ოფიციალური თანამდებობაც უკავია და ამისთვის სცხელა. ე.ი. ვიღაცა ამას ეუბნება. ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული პირი და „ნაცმოძრაობის“ პარტაქტივია“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner