logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ელენე ხოშტარია არის სამარცხვინო ქალი და ეჭვებს აჩენს მთელი ეს მოცემულობა იმასთან დაკავშირებით, რომ ის არის ჩვეულებრივი რეზიდენტი და აგენტი
- +

17 ივნისი. 2022. 00:48

 

 

"რაც შეეხება ხოშტარიას. ის რომ არ ამბობდეს, რომ ყველაფერი რუსული მისთვის არის კანკალის მომგვრელი, გულისამრევი და ამავდროულად, როდესაც ის ომის დროს რუსულ ფულს იღებს და ბინებს ყიდულობს ამ ფულით, აქ არის ცალსახად ორმაგი სტანდარტი. პირდაპირ შემიძლია გითხრათ ელენე ხოშტარია არის სამარცხვინო ქალი და ეჭვებს აჩენს მთელი ეს მოცემულობა იმასთან დაკავშირებით, რომ ის არის ჩვეულებრივი რეზიდენტი და აგენტი," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, უფრო მეტად დაინტერესდებოდა ამ თანხების წარმომავლობით იმის გამო, რომ მოცულობა არის საკმაოდ დიდი და რამდენად შეესაბამება ეს მოცულობა იმ მიზნობრიობას, რომელზეც საუბრობენ ეს არის სანახავი მით უმეტეს, რომ რაც იყო ინფორმაცია ეს არ არის ჰონორარი.

მისივე თქმით „ნაციონალური მოძრაობა“ მოქმედებს ორმაგი სტანდარტებით, რაც მათ ქცევებში გამოიხატება.

თქვენ გახსოვთ, როცა ბუბა კიკაბიძემ „ნაცმოძრაობის“ აქციაზე რუსულად იმღერა ჩვენ ამაზე კამპანია არ ავაგეთ იმიტომ, რომ პატივი ვეცით მას, როგორც გამორჩეულ მსახიობს, შემოქმედს და მომღერალს, თუმცა ამისთვის საფუძველი იყო. მაგრამ, როდესაც სალომე სამადაშვილი გეუბნება, რომ ყველაფერ რუსულზე აკანკალებს და პირველი რიგიდან მშვიდად უყურებს როგორ მღერის რუსულად ბუბა კიკაბიძე და შეწყვეტას არ ითხოვს ეს აჩენს კითხვებს მინიმუმ ორმაგ სტანდარტთან დაკავშირებით. იგივე, „ნაცმოძრაობის“ გამგეობის წევრი, ახალი სახე რეზო ჩომახიძეს, ასევე მასაც პატივს ვცემთ იმიტომ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო, გამორჩეული წყალბურთელი იყო მსოფლიოში, მის მიმართაც არავითარი კამპანია აგვიწევია. დასახელებული იყო “ნაცმოძრაობის“ მიერ ახალ სახედ და დღეს, რუსეთში, ომის მერე წვრთნის ერთ-ერთ კლუბს. არ ვაპირებთ ამაზე ისტერიკის ატეხვას, მაგრამ ნახეთ „ნაცმოძრაობის“ სტანდარტები რა არის. თორნიკე შენგელია, რომელიც ჩვენთვის არის საამაყო კალათბურთელი, ნაკრების კაპიტანი, ყველაფერი იკადრეს მის მიმართ, როდესაც გადავიდა რუსეთში სათამაშოდ და მათი ახალი სახე, გამგეობის წევრი ომის შემდეგ მიდის რუსეთში გუნდის გასაწვრთნელად და ხმას არ იღებენ. ორმაგ სტანდარტზეა საუბარი თორემ არც ჩომახიძის მიმართ ვიკადრებ და არც სხვის მიმართ ასეთ რაღაცას“,- განაცხადა კობახიძემ.

დღეს „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება.

მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან.

ხოშტარიამ „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული სკანდალური ინფორმაცია დაადასტურა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner