ფრანგულ ტელეარხ TF1-თან ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინას უთხრა, რომ მზად არის წევრობის კანდიდატად აღიაროს, თუმცა გაწევრიანებას დრო დასჭირდება.
„ომის ამდენი კვირის შემდეგ, არ გვაქვს უფლება, უკრაინას ვუთხრათ, რომ მოგვიანებით დაბრუნდეს. ეს სიგნალი ახლა უნდა გავუგზავნოთ. დიახ, ჩვენ ახლა მზად ვართ, წევრობის კანდიდატად გაღიაროთ. მაგრამ მათ ვუთხარით, რომ ამას [გაწევრიანებას] დრო დასჭირდება.ევროკავშირი არის ღირებულებები, გეოგრაფია და ასევე საერთო წესები, რომელიც ჩვენ გვაქვს. დიდი გზაა გასავლელი, მაგრამ ეს იმედის ნიშანია“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.