უკრაინაში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთში ვიზიტი არ გამორიცხა, თუმცა განმარტავს, რომ ამას წინაპირობები დასჭირდება.
როგორც ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, არ გამორიცხავს ვლადიმირ პუტინთან ხელახლა შეხვედრასა და რუსეთში ვიზიტსაც კი.
„დღეს რუსეთში წასვლას დასჭირდება პრეზიდენტ პუტინის მხრიდან წინაპირობები, ჟესტები”, - განმარტა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ემანუელ მაკრონის თქმით, ევროპამ რუსეთის პრეზიდენტთან საუბარი უნდა გააგრძელოს.
„საფრანგეთის როლია არ იმყოფებოდეს სიტყვიერ ესკალაციაში. საჭირო იქნება პრეზიდენტ პუტინთან საუბარი, ეს ვიცით. ნებისმიერ შემთხვევაში, მათთან, ვინც რუსეთს წარმოადგენს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.