logo_geo
eng_logo
შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარე: ჩვენ ღია ვართ ევროკავშირის გაფართოების საკითხზე და ვფიქრობთ, რომ საქართველო დემოკრატიული, ევროპული ერების ოჯახს მიეკუთვნება
- +

17 ივნისი. 2022. 01:56

"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ევროპულ მისწრაფებას, ღია ვართ ევროკავშირის გაფართოების საკითხზე და ვფიქრობთ, რომ საქართველო დემოკრატიული, ევროპული ერების ოჯახს მიეკუთვნება," - ამის შესახებ განაცხადა შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ანდრეას ნორლენმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ქართველ კოლეგასთან საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე წარდგენილ განაცხადზე და ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციაზე ისაუბრეს.

ვიმსჯელეთ საქართველოს დემოკრატიის განვითარებაზე. შვედეთი ერთგულად უჭერს მხარს საქართველოში რეფორმების გაგრძელებას, რაც საჭიროა თქვენი ევროპული ინტეგრაციის წინ წასაწევად. კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ევროპულ მისწრაფებას. ჩვენ ძალიან ღია ვართ ევროკავშირის გაფართოების საკითხზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო მიეკუთვნება დემოკრატიული, ევროპული ერების ოჯახს“, - განაცხადა ანდრეას ნორლენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner