logo_geo
eng_logo
თიკა რუხაძე: პოლიტიკაში ისეთი ადამიანების გამოჩენა, როგორებიც არიან მიშა ყაველაშვილი და მამუკა მდინარაძე, ბევრს ნიშნავს!
- +

17 აგვისტო. 2016. 13:41



საინიციატივო ჯგუფის მიერ, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის პოზიციაზე წარდგენილი თიკა რუხაძე „ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს მიმართავს:


 

„ყველა სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის პერსონალური თვისებები! ჩემთვის ბევრს ნიშნავს პოლიტიკაში ისეთი ადამიანების გამოჩენა, როგორებიც არიან მიშა ყაველაშვილი და მამუკა მდინარაძე! კარგი კაცი, მამა, კარგი შვილი, ძმა, მეუღლე და მეგობარი ძალიან დასაფასებელი თვისებებია. ძალიან რეალისტი ვარ და მჯერა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, თქვენ პირველ რიგში იქნებით მაქსიმალურად ობიექტურები და პირადი ღირსების საკითხი იქნება ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუშაობა.

 

ალბათ, ყველა გილოცავთ... მეც წარმატებების სურვილით გწერთ და ვიცი, რომ უკეთესი შედეგის მისაღებად ბევრი შრომა მოგიწევთ. ძალიან ბევრ ადამიანს უჩნდება სურვილი, ამ შრომაში თქვენს გვერდით იყოს! ჩვენ ერთად უნდა ვიშრომოთ ბედნიერებისთვის...

 

დღეს მეტი მოტივაცია მაქვს, ასე ვიფიქრო და ჩემი ადგილიდან მეც ვაკეთო საქმე. უჰ, რა მაგარი იქნება, როდესაც შედეგი დაიდება! წინ დიდი ამბები გვაქვს! აბა, წავიდა მუშაობა"- აღნიშნავს რუხაძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner