logo_geo
eng_logo
კურტ ვოლკერი: ეკონომიკური რეფორმებისა და ევროპული სტანდარტებისა თუ რეგულაციების დანერგვის კუთხით საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა
- +

17 ივნისი. 2022. 13:16

 

 

აშშ-ს ყოფილი ელჩი NATO-ში, კურტ ვოლკერი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს აფასებს.

 

„სამივე ქვეყანა განსხვავდება ერთმანეთისგან. მათ ჰქონდათ განსხვავებული წარმატებები და გამოწვევები ბოლო წლების მანძილზე. ეკონომიკური რეფორმებისა და ევროპული სტანდარტებისა თუ რეგულაციების დანერგვის კუთხით საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა.

 

 

ბოლო წლების მანძილზე ბევრი დადებითი ცვლილება მოხდა მოლდოვაში. უკრაინას გარკვეული პერიოდის მანძილზე არ ჰქონია ბევრი რეფორმა, თუმცა ახლა დიდი მონდომებით ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას. ამავდროულად, უკრაინა თავს იცავს რუსეთისგან. სამივე შემთხვევა ერთმანეთისგან განსხვავდება.

 

ევროკავშირი და NATO გაფართოვდნენ 1990-იან და 2000-იან წლებში და ბევრმა ქვეყანამ შეძლო, მათ შეერთებოდა. რუსეთმა ჩათვალა, რომ შეუძლია თავს დაესხას იმ ქვეყნებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებების წევრები. ის თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს, მას ოკუპირებული აქვს მოლდოვის ნაწილი, 2014 წელს ის თავს დაესხა უკრაინასაც და ყირიმი და დონბასის ნაწილი მიითვისა. ამ ქვეყნების დატოვება ევროკავშირის მიღმა იყო ევროპის შეცდომა და მომავალშიც საფრთხეს შეუქმნის ევროპას, თუ რამეს არ ვიღონებთ.

 

თითოეულ ქვეყანას ბევრი აქვს გასაკეთებელი. საქართველომ ამ სიტუაციას უნდა შეხედოს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ომის გამო შეიძლება უკრაინის პროგრესი უფრო სწრაფად მოხდეს, თუმცა საქართველომ თავს უფლება არ უნდა მისცეს, უკრან დარჩეს. რაც არ უნდა იყოს ევროკავშირის გადაწყვეტილება, საქართველომ უნდა გააგრძელოს ეს გზა“, - განაცხადა კურტ ვოლკერმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner