logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა: ქალბატონო გოშევსკა, არ გაცნობიხართ ეტყობა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის დასკვნას, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოს ციხეებში არასათანადო მოპყრობის არც ერთი ფაქტი არ დადასტურდა
- +

17 ივნისი. 2022. 13:56

 

 

„ქალბატონო გოშევსკა! არ გაცნობიხართ ეტყობა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის დასკვნას, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოს ციხეებში არასათანადო მოპყრობის არც ერთი, გიმეორებთ, არც ერთი ფაქტი არ დადასტურდა!“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერის მალგორზატა გოშიევსკას განცხადებას.

 

როგორც ნინო ფოჩხუა წერს, ქვეყნის პრეზიდენტთან აქვს კითხვები - ეს ჩვენი ქვეყნის კანონის უპატივცემულო ქალბატონი, რატომ არის მოწვეული? სხვამ ვინ იცის რომ სიცრუეზეა აგებული მისი გამოსვლა? და თუ იცის და იცის ნამდვილად, რატომ არ გააპროტესტა.

 

„ქალბატონო გოშევსკა! არ გაცნობიხართ ეტყობა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის დასკვნას, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოს ციხეებში არასათანადო მოპყრობის არც ერთი, გიმეორებთ, არც ერთი ფაქტი არ დადასტურდა! ე. ი. რა გამოდის, მიზანმიმართულად ცრუობთ, მერე რა, რომ სააკაშვილი თქვენი კარგი მეგობარია? მეგობარი გიული დედასთან, რომელიც აქ გვერდს გიმშვენებთ, სამზარეულოში. აქ, ამ მიკერძოებულ ქალბატონზე მეტად, ქვეყნის პრეზიდენტთან მაქვს კითხვები: ეს ჩვენი ქვეყნის კანონის უპატივცემულო ქალბატონი რატომ არის მოწვეული? მან თუ არა, სხვამ ვინ იცის, რომ სიცრუეზეა აგებული მისი გამოსვლა? და თუ იცის და იცის ნამდვილად, რატომ არ გააპროტესტა. კითხვები ბევრია!“ - წერს ნინო ფოჩხუა „ფეისბუქზე“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner