საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგად იცოდა ევროპის განწყობა, განსაკუთრებით, საფრანგეთის!
და სწორედ ამიტომ, დასწრებაზე ითამაშა: ყველა დაადანაშაულა, რომ მისთვის არავის ეკითხა, - შენ რა გააკეთე, ეს შედეგი რომ არ დამდგარიყოო!
ჰოდა, რაკი მე არაფერს მაბრალებს, ხმამაღლა ვიკითხავ:
- თქვენ რა გააკეთეთ?“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.