logo_geo
eng_logo
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში საბავშვო ბაღის სარეაბიტიაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
- +

17 ივნისი. 2022. 15:52

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში საბავშვო ბაღის სარეაბიტიაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში  შეიცვალა წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები, ელექტროგაყვანილობა, კარ-ფანჯრები. უკვე აშენდა საქვაბე, დასრულების პროცესშია ცენტრალური გათბობის სისტემა. სამზარეულოსა და სველ წერტილებში კედლები და იატაკი  ფილებით მოეწყო, მიმდინარეობს შეკიდული ჭერის, შიდა და გარე პერიმეტრის ლესვითი სამუშაოები.

 

შენობაში გათვალისწინებულია  ვენტილაციის, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

 

პროექტს  შპს „მშენებელი“ ახორციელებს. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 326 001 ლარით დაფინანსდა.

 

საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები ახალი სასწავლო წლისათვის დასრულდება. ბავშვები სკოლამდელ განათლებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის დაწესებულებაში მიიღებენ.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner