თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
„გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“, 19-დან 20 ივნისის ჩათვლით, ბათუმის მიმართულებით, დამატებით ღამის რეისს ნიშნავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში:
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/