logo_geo
eng_logo
ოზურგეთის მერიის სხდომაზე ავთანდილ თალაკვაძემ ახალი პროექტები და ინიციატივები წარადგინა
- +

17 ივნისი. 2022. 16:54

 

 

დღეს ოზურგეთის მერიაში მორიგი სხდომა გაიმართა. მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე ახალი პროექტები და ინიციატივები წარადგინა. 

 

„მინდა დავიწყო ყველასათვის მნიშვნელოვანი საკითხით - სკოლებით და სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით. მოგეხსენებათ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ოზურგეთში აშენდა ახალი, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი სკოლები, ასევე კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა არაერთ სკოლას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით იგეგმება ათზე მეტი სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია ჩვენს მუნიციპალიტეტში. კონკრეტული სკოლები უკვე პრიორიტეტულად განიხილება და უახლოეს პერიოდში ამასთან დაკავშირებით მეტ ინფორმაციას მოგაწვდით. თანამედროვე სკოლები ჩვენი ბავშვებისთვის პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები იგეგმება“, - აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner