ავთანდილ თალაკვაძემ მერიის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მიმართა.
„მსურს კიდევ ერთი განცხადება გავაკეთო და მხარდაჭერისთვის მივმართო ჩვენს მოსახლეობას. სამწუხაროდ, ჩვენს მუნიციპალიტეტში გახშირდა ვანდალიზმის ფაქტები. ხშირია შემთხვევები, როცა ახალრეაბილიტირებული სკვერის, შენობის თუ ინვენტარის მიზანმიმართული დაზიანება ხდება. მაშინ როდესაც ჩვენი ქალაქი ლამაზდება, ხორციელდება მასშტაბური პროექტები - თითოეული ჩვენგანის ვალია, დავიცვათ და გავუფრთხილდეთ იმას, რაც გაკეთდა. აქვე, მინდა ვთქვა, რომ არცერთი მსგავსი ფაქტი არ დარჩება რეაგირების გარეშე და შესაბამისი სამსახურები, კანონიერ რეაგირებას მოახდენენ ამ შემთხვევებზე. ჩვენი მხრივ, ვგეგმავთ, რომ ყველა ახალრეაბილიტირებული პარკი და სივრცე აღვჭურვოთ ვიდეოკამერებით, როგორც უსაფრთხოების გაზრდის, ასევე ვანდალიზმის ფაქტების პრევენციის მიზნით“, - განაცხადა თალაკვაძემ.