„გაერთიანებული ერების ხელოვნებისა და მეცნიერების, ცეკვის საერთაშორისო საბჭოს ელჩი საქართველოში ნიკოლოზ პატარქალიშვილი განცხადებას ავრცელებს:
„გაერთიანებული ერების ხელოვნებისა და მეცნიერების ორგანიზაციის“ მსოფლიო ელჩი, არგენტინელი მომღერალი და მოცეკვავე, ქალბატონი კლაუდია ელენა ტომპოსონი (ბარბარა ტომპოსონ ვიუ) მზად არის, მონაწილეობა მიიღოს ამავე ორგანიზაციისა და „პროტოკოლის მსოფლიო ორგანიზაციის“" საერთაშორისო კონგრესის საზეიმო გახსნაში, რომელიც გაიმართება ა.წ. 11 ივლისს, თბილისში და შეასრულოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის მიერ შექმნილი მუსიკის თანხლებით „ავე მარიას“ ჰიმნი. აგრეთვე, არგენტინული ცეკვა „მალამბო“ - ყოველგვარი ფინანსური ანაზღაურების გარეშე! ქალბატონი კლაუდია, საქართველოს პატრიარქს ილია II-ს, ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და ასევე, კულტურის, ხელოვნების, სპორტისა და მეცნიერების განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, საერთაშორისო კონგრესზე გადასცემს „გაერთიანებული ერების ხელოვნებისა და მეცნიერების ორგანიზაციის“ საპატიო სიგელებს, რომლის მოწვევაზეც ვაცნობებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილსა და ვიცე-პრემიერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ქ-ნ თეა წულუკიანს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და არგენტინას შორის კულტურული თანამშრომლობის განვითარებას!“