"ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას გახდნენ ევროპული ოჯახის წევრი ქვეყნები," - წერს რუმინეთის პრეზიდენტი, კლაუს იოჰანისი Twitter-ზე.
„რამდენიმეთვიანი ინტენსიური დიალოგისა და კოორდინაციის შემდეგ, მოხარული ვარ და მივესალმები ევროკომისიის დასკვნას უკრაინასა და მოლდოვასთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ეს არის დამსახურებული წინგადადგმული ნაბიჯი უკრაინისა და მოლდოვას მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნა რუმინეთის პრეზიდენტმა.