logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ევროკომისიის ამ გადაწყვეტილებას ელოდებოდა, ამაზე უნდა აეგოთ არეულობის სცენარი, ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა და ამ ყველაფრის ბოლო წერტილი იყო ომი
- +

17 ივნისი. 2022. 19:50

 

"ოპოზიცია ევროკომისიის ამ გადაწყვეტილებას ელოდებოდა, ამაზე მათ უნდა აეგოთ არეულობის სცენარი, ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა და ამ ყველაფრის ბოლო წერტილი იყო ომი,"- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ქრონიკის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

„ოპოზიციას რატომღაც ჰქონდა ეს მოლოდინი, ამის არავითარი საფუძველი იყო, მაგრამ მაინც ელოდებოდნენ, რომ ორ ქვეყანას მიეცემოდა კანდიდატის სტატუსი და ჩვენ - არა. ამაზე მათ უნდა აეგოთ არეულობის სცენარი, ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა და ამ ყველაფრის ბოლო წერტილი იყო ომი. ეს ყველაფერი ბაკურიანის შეკრებაზე იგეგმებოდა, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიერ. საუბარია „ნაციონალურ მოძრაობაზე“, მის სატელიტ პარტიებზე, მედიასაშუალებებზე და მასთან პირდაპირ დაკავშირებულ „ენჯეოებზე“. ისინი ერთად ისხდნენ და ამ სცენარს გეგმავდნენ. ამ ყველაფრისთვის ემზადებოდნენ. 20 ივნისს შეეცდებიან შეიკრიბონ და ეს ყველაფერი იქნება ფუჭად გასროლილი ტყვია. არაფრის რესურსი არ აქვს დღეს ოპოზიციას, მათ შორის იმის გამო, რომ შიგნიდან არის მოშლილი, საზოგადოების განწყობაა შესაბამისი, იმიტომ, რომ საზოგადოება აფასებს იმას, რა მდგომარეობაც დღეს აქვს საქართველოს. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ჩვენ გვაქვს მშვიდობა. პირველი 4 თვის განმავლობაში გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ყველა მიმართულებით ძალიან სერიოზული წინსვლა გვაქვს, რაც ბუნებრივია ნელ-ნელა თითოეული ოჯახის პირობებსა და ჯიბეს დაეტყობა. აქედან გამომდინარე ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ოპოზიციის გეგმებს არ უწერია განხორციელება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner