"შვედეთი სრულად უჭერს მხარს ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, მას შემდეგ, რაც ქვეყანა პრიორიტეტულ საკითხებს გადაჭრის," - განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ან ლინდემ.
„ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება აირჩიოს საკუთარი გზა. შვედეთი მხარს უჭერს მათ ვალდებულებებსა და ევროპულ არჩევანს!“, - აღნიშნა ან ლინდემ.