logo_geo
eng_logo
ბათუმის ბულვარის დირექტორის პირველ მოადგილედ ლაშა მიქელაძე დაინიშნა
- +

17 ივნისი. 2022. 20:46

სსიპ “ბათუმის ბულვარი”-ს დირექტორის პირველ მოადგილედ ლაშა მიქელაძე დაინიშნა. ახალი მოადგილე, რომელიც ბულვარის დირექტორის მოვალეობას შეასრულებს, თანამშრომლებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა.
ლაშა მიქელაძე პროფესიით ბიოლოგ-ეკოლოგია. მას სხვადასხვა უწყებაში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
ჯაბა ფუტკარაძემ თანამშრომლებთან წარდგენის დროს ხაზი გაუსვა ლაშა მიქელაძის გამოცდილებას და პროფესიონალიზმს და წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner