logo_geo
eng_logo
ყაზახეთის პრეზიდენტი: არ ვცნობთ ტაივანს, კოსოვოს, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს - იგივე პრინციპით მივუდგებით ლუგანსკსა და დონეცკს
- +

17 ივნისი. 2022. 21:39

"ყაზახეთი დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებს „კვაზისახელმწიფოებად“ მიიჩნევს და მათ დამოუკიდებლობას არ ცნობს," - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში განაცხადა.

თოყაევის თქმით, გაეროს წესდებაში ურთიერთსაპირისპირო ჩანაწერები არსებობს - ერთი მხრივ, დეკლარირებულია თვითგამორკვევის უფლება, მეორე მხრივ კი, ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებლად მიიჩნევა.

თვითგამორკვევის უფლების რეალიზების შემთხვევაში გაეროს წევრი 193 ქვეყნის ნაცვლად დაახლოებით 500-600 ქვეყანა გაჩნდება. ეს იქნება ქაოსი. ამის გამო არ ვცნობთ არც ტაივანს, არც კოსოვოს, არც სამხრეთ ოსეთსა და არც აფხაზეთს. როგორც ჩანს, იგივე პრინციპით მივუდგებით კვაზისახელმწიფოებრივ ტერიტორიებს, როგორებიც, ჩვენი აზრით, არიან ლუგანსკი და დონეცკი“, - განაცხადა თოყაევმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner