logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: ჩემთვის ეს იქნება ბოლო არჩევნები!
- +

17 აგვისტო. 2016. 14:07


 

პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის"  წევრი სანდრო ბრეგაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:


„იმიტომ კი არა, რომ საარჩევნო ფულს ვერ ვიშოვით („ოცნების" ერთ-ერთი მოქმედი დეპუტატი 300000 ევროს გვთავაზობდა, რომ სიაში ჩაგვესვა), არამედ იმიტომ, რომ ჩვენთვის დავინახოთ, რამდენად ღირს ეროვნული იდეისთვის ბრძოლა, საპარლამენტო არჩევნებში აბსოლუტურად უფულოდ გამოვალთ. არანაირი მოსყიდვა და ფერად-ფერადი კონცერტები, არამედ ქართული იდეა, ეროვნული კონცეფცია, სიმართლე, ქრისტიანობა და სამშობლოს სიყვარული.

 

ჩემთვის ეს იქნება ბოლო არჩევნები, როდესაც კენჭს ვიყრი, როდესაც მივაღებინებ ეროვნულ კანონებს, კონსტიტუციის დონეზე ავაკრძალვინებ ერთსქესიანთა ქორწინებას, იმ წუთსავე წამოვალ, ჩემს მისიას შესრულებულად ჩავთვლი, თუ ფულის ტომარებს ამჯობინებთ ჩვენს თავს, დაგტოვებთ მათთან და საერო ცხოვრებას საბოლოოდ გავერიდები!!!"- წერს ბრეგაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner