logo_geo
eng_logo
გორში ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა
- +

18 ივნისი. 2022. 01:13

ცენტრის გახსნას შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილე, აბელ აბესაძე გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო, - ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ტურისტული ობიექტი „ლომჭაბუკის" სკვერში მდებარეობს. ცენტრი როგორც უცხოელ, ისე ადგილობრივ დამთვალიერებლებს საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფს. მიაწვდის სრულყოფილ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ადგილებისა და ღირშესანიშნაობების შესახებ.

ახალი საინფორმაციო ცენტრი ერთ-ერთია იმ ობიექტებს შორის, რომელიც პროექტის „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება გორში მდგრადი განვითარების“ ფარგლებში ევროკავშირისგან მოპოვებული გრანტით აშენდა.

გრანტი გორის მუნიციპალიტეტმა ევროკომისიის მიერ, ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიიღო.

right_banner right_banner
არქივი
right_banner