logo_geo
eng_logo
ბაიდენი: ინფორმაცია მომაწოდეს უკრაინაში გაუჩინარებული სამი ამერიკელის შესახებ - ამერიკელები ახლა არ უნდა გაემგზავრონ უკრაინაში
- +

18 ივნისი. 2022. 01:44

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მას ინფორმაცია მიაწოდეს უკრაინაში გაუჩინარებული სამი ამერიკელის შესახებ და ამერიკელებს დაჟინებით მოუწოდა, უკრაინაში არ გაემგზავრონ.

ინფორმაცია მომაწოდეს. ჩვენ არ ვიცით სად არიან ისინი, მაგრამ მინდა გავიმეორო: ამერიკელები ახლა არ უნდა გაემგზავრონ უკრაინაში. კიდევ ერთხელ ვიტყვი: ამერიკელები ახლა უკრაინაში არ უნდა წავიდნენ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

„არსებობს ცნობები კიდევ ერთი ამერიკელის შესახებ, რომლის ადგილსამყოფელი უცნობია. მე არ შემიძლია ამ საქმის დეტალებზე საუბარი. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით ამ საქმის დეტალები სრულად“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner