logo_geo
eng_logo
დავით კალანდია: „ნაციონალები“ აქაც ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ, - თუ არ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს, ეს იმიტომ რომ მათ თქვეს, თუ მოგვცემენ - იმიტომ, რომ მიშამ თქვა
- +

18 ივნისი. 2022. 11:33

 

 

როგორც ერთ-ერთ უბრალოზე უბრალო მოკვდავს, მაინტერესებს ევროკავშირში გაწევრიანების არაპოლიტიკური, არამედ ეკონომიკური მხარე... რა ეკონომიკურ სარგებელს მოგვიტანს „ევროკავშირელობა“ ?

 

რაღაც პირობები გვექნება შესასრულებელი და იქნებ ისეთი პირობებია, რომელსაც ვერ შევასრულებთ?

 

- გვეკითხება POSTV - ს პოლიტიკურ-სატირული გადაცემის, „გვერდიდან“, წამყვანი დავით კალანდია და გვიმხელს, რომ სერიოზულ თემებზე იუმორით საუბარი, ერთგვარად მიმზიდველი, მსუბუქი და საინტერესოც კია...

 

 

ინტერვიუს იმ გადაწყვეტილების მოლოდინზე საუბრით ვიწყებთ, რომელიც ევროკავშირმა 24-25 ივნისის სამიტზე უნდა მიიღოს.

 

დავით კალანდია:

 

-ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი არაფერი ვიცი და გარწმუნებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის 95 პროცენტს, ან მეტს, არ ესმის საერთოდ, რა არის ევროკავშირის წევრობა. რას მოგვცემს და რას მოითხოვს ის ჩვენგან. ალბათ, ევროკავშირის წევრობა არის კარგი და თუ მიგვიღებენ, სასიხარულოა, მაგრამ თუ არ მიგვიღებენ, ამასაც უნდა შევეგუოთ. ვერ გავქანდებით და თავით ვერ შევამტვრევთ ვერც ევროკავშირის და ვერც „ნატოს“კარს.

 

 

დიახ, რასაკვირველია, თუ საქართველო „ევროკავშირელი“ გახდება და ავსტრიის,  ხორვატიისა და ჰოლანდიის გვერდიგვერდ ივლისკინოსა თუ „ტანცებზე“, ეს მე გამახარებს, მაგრამ გარდა ამ წვრილმანი სიამოვნებებისა, სხვა რასარგებლობა გვექნება?- ეკონომიკას ვგულისხმობ, პირველ რიგში.

 

 

ძალიან მინდა, რომ ის, ვინც ამ საკითხზე უკვე დიდიხანია მუშაობს (და, როგორც ვიცი, ეკონომიკის სამინისტროში სპეციალისტები, უკვე რვა წელზემეტია, ამ საკითხს ამუშავებენ), რომელიმე ნორმალურ ტელეარხზე გამოვიდეს და ჩაგვაბაროს ანგარიში "რა ეკონომიკურ სარგებელს მოგვიტანს „ევროკავშირელობა". რაღაც პირობები გვექნება შესასრულებელი, ეს ვიცი, მაგრამ რა პირობებია ეს? იქნებ ისეთი პირობებია, რომელსაც ვერშევასრულებთ? თუმცა ქართველი ხმალს ხელს რომიკრავს, ნებისმიერ პირობას შეასრულებს... მოკლედ, განმარტებები მინდა, განმარტებები!

 

 

-იუმორი თქვენი ძლიერი მხარეა, ბატონო დავით, გარდა გადაცემისა, საინტერესოა თქვენი სტატუსები სოციალურ ქსელში, სარკაზმითა და ჯანსაღი იუმორით გაჯერებული. და მაინც, რატომ „გვერდიდან“, ასე უფრო მარტივია?

 

-აქ ისეთი ჩანაფიქრი იყო, რომ წინიდან ყველა ლაპარაკობს და ხედავს იმას, რაც ზედაპირზე დევს, გვერდიდანაც იგივეა, მაგრამ - ცოტა სხვა რაკურსით დანახული. იუმორით თქმა, ვფიქრობ, უფრო საინტერესოა, თორემ სიმართლის მთქმელის მეტი რა არის. ყველა ლაპარაკობს პირდაპირ, ზოგი სწორხაზოვნად, ზოგი არასწორხაზოვნად და მე კიდევ ვიფიქრე, რომ თუ ცოტა სატირასა და იუმორს გავურევ, უფრო მიმზიდველი და საინტერესო იქნება-მეთქი, ყველაფერი. ვცდილობ, უხამსი სიტყვები არ გამოვიყენო, არამხოლოდ ახლა, ბილწსიტყვაობა არასდროს მიყვარდა. თან, ჩვენს ენას, ეს ძალიან არ უხდება, ძალიან ცუდად ჟღერს ქართულად ბილწსიტყვაობა, რუსული ენისგან განსხვავებით. რუსულში კი „შენიჭირიმესავით“ ისმის.

 

 

-შენიშნავდით, რომ საქართველოში ბოლო დროს, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ძალიან ბევრი რუსი ჩამოვიდა, გაცილებით მეტი, ვიდრე დევნილი უკრაინელები ან თუნდაც სხვა ერები...

 

 

- ჩემთვის რუსი ერი, როგორც ასეთი, მტერი არ არის. ჩემი მტერია, დღესდღეობით, რუსეთის მთავრობა. ერის მტრად შერაცხვა, მგონი, 21-ე საუკუნეში არ უნდა იყოს ნორმალური. ის, რასაც რუსეთის მთავრობა უკრაინაში აკეთებს, წარმოუდგენელი სისასტიკეა და რუსეთი ამით უკან, წინა საუკუნეებში ბრუნდება. მე ვფიქრობ, აქ ვინც ჩამოდის, ისინი სწორედ თავიანთი ქვეყნის უსამართლო პოლიტიკას და გაუსაძლის მდგომარეობას გაურბიან. ჩამოვიდნენ, თუკი კანონმორჩილები იქნებიან და ჩვენთან ბიზნესის განვითარებას შეუწყობენ ხელს. მათი კარგი თუ ცუდი საქციელი კი, ჩვენმა უშიშროების სამსახურმა შეაფასოს. როგორც კარგ, ასევე ცუდ ადამიანს, რუსებშიც ვიცნობ და ქართველებშიც, ყველა ერშია კარგი და ცუდი, ასე შემიძლია მთელი 220 ეროვნება ჩამოგითვალოთ.

 

 

-ევროკავშირი ბოლო დროს, ხაზგასმით აპელირებს იმაზე, რომ თითქოს ქართველი ხალხი იმსახურებს კავშირის წევრობას, ხელისუფლება კი, - არა, რაც რეზოლუციის სახითაც დაადასტურა. ეს ხომ არ ნიშნავს წინასწარ უარს მათი მხრიდან კანდიდატობის მონიჭებაზე?

 

-ეს არის სრული ბოდვა, რასაკვირველია. ხომ ხედავთ, რა ხდება, ჯერ ერთი, ის პარტია, რომელიც საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებებით გამოირჩევა, არის ევროპის სახალხო პარტია. მე კი სულ ახლახანს გავიგე, რომ თურმე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილა ამ ევროპის სახალხო პარტიის წევრი. ამის შემდეგ კიდევ უნდა გვიკვირდეს მათი განცხადებები? ევროპის სახალხო პარტიაც ამბობს იმას, რასაც მათი წევრი ეუბნება.

 

 

თუ შენიშნეთ, მიხო სააკაშვილი ციხიდან მოგვიწოდებს, რომ აუცილებლად შევალთ ევროკავშირში და აუცილებლად მოვიპოვებთ კანდიდატის სტატუსს. ამ დროს, მისი პარტია გამწარებული დარბის და ყველანაირად ცდილობს, ხელი შეგვიშალოს, ქვეყანა უკან დახიოს... ჩემი აზრით, „ნაციონალები“ აქაც ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ, ნებისმიერ შემთხვევაში, რომ თითქოს გამარჯებულები გამოვიდნენ, - თუ არ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს, ეს იმიტომ რომ მათ თქვეს ასე, ხოლო თუ მოგვცემენ - ეს იმიტომ, რომ მიშამ თქვა. ნებისმიერ შემთხვევაში იტყვიან, რომ ეს მათი გაკეთებულია.

 

 

-მიშას ნათქვამზე გამახსენდა. სულ ახლახანს,  პატიმარმა ექსპრეზიდენტმა, ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას ფედერაციის შექმნა შესთავაზა, რომლის დედაქალაქიც, მისივე თქმით, ქუთაისში იქნება...

 

 

-ეს უაღრესად ავადმყოფი ადამიანი, ერთი ფეხითრომ ერთ საკაცეზე დგას, მეორე ფეხით - მეორეზე, დედის დანახვაზე სულ გონებას რომ კარგავს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დედა ახალ ქურქში გამოწყობილი ეახლება, მერე ზურგით ეცემა და ფეხებსა და ხელებს ტარაკანივით ჰაერში აფართხალებს... მაინც „ფიქრობს“ თავის ხალხსა და სამშობლოზე... უკვე გეგმებიც დაალაგა: აფხაზეთის მოსახლეობას შემოირიგებს, ქუთაისში დედაქალაქს გახსნის, თეთრ ხიდს ააფეთქებს, მის ადგილას საპრეზიდენტო კოშკს ააგებს და იქნება საქართველო მდიდარი...

 

 

მერე რუსეთსაც შემოიერთებს, თავის ჩინეთიანად, შემდეგ ბელარუსსა და ბალენსიაგასაც... და ამმსოფლიო დონის სახელმწიფოებრივ ტიტანს, ჩვენ, არადაამიანურად ვაწამებთ!..

 

 

ორი აზრი არ არსებობს, რომ მიდის სპეკულირება ნაცების მხრიდან ამ მიშიკოთი, მაგრამ თუ ყველა პატიმარს ისე ეპყრობიან, როგორც მიშას, მაშინ ნორვეგიის ციხე ყოფილა ჩვენთან, ძველი მთავრობისგან განსხვავებით.

 

 

ტელევიზიიდან და პრესიდან კი არა, მე ვიცი იმ ადამიანებისგან, ვინც მიშას ციხეში იჯდა, რა მდგომარეობაც იყო მისი პრეზიდენტობის დროს ციხეებში. ასე რომ, მიშიკოთი მანიპულირება არის მაგათი ბოლო შანსი, სხვა ვერაფერი მონახეს, რათა ამოძრაონ საზოგადოება, მაგრამ ვეღარც ამას ახერხებენ უკვე. მართალია, ვიღაც-ვიღაცები,ფანატიზმის დონეზე, ემხრობიან „ნაცმოძრაობას“, მაგრამ ჩემთვის მიზეზია საინტერესო, - რატომ?! ამაზე პასუხი არა გვაქვს. რაღაც ხდება ადამიანის ტვინში, ალბათ, მსგავს შემთხვევაში. ვიზუალურად, ქცევით, ლაპარაკით, გამომეტყველებით, ჩანს რომ ესადამიანი, რბილად რომ ვთქვათ, ჯანსაღი არ არის და რატომ უნდა მოგეწონოს, რატომ უნდა გჯეროდეს მისი და რატომ უნდა ენდო?! ძალიან მიკვირს, დიაგნოზია ეს უკვე, სამწუხაროდ!

 

 

აქვე, ერთი მორიდებული კითხვა მაქვს სრულიად საზოგადოებასთან:

 

სადმე, რომელიმე ქვეყანაში, სახელმწიფოსა თუ იმპერიაში, იყო თუ არა ასეთი შემთხვევა მართლმსაჯულების ისტორიაში, რომ კრიმინალი ტუსაღი, რომლის ხელები მხრებამდე სისხლშია გასვრილი, რომელმაც სისხლის სამართლის კოდექსის თითქმის ყველა მუხლი დაარღვია, გარდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გაუპატიურების მუხლისა, რომელიც იყენებს თვითდაზიანებებს...

 

 

ყოფილა თუ არა ოდესმე ასეთი შემთხვევა კაცობრიობის ისტორიაში, რომ ასეთი პატიმარი მხოლოდ იმის გამო, რომ საჭმელს არ ჭამდეს, კუჭშითხლად გადიოდეს და ციხეში ჯდომა არ მოსწონდეს, საზღვარგარეთ გადაეყვანათ „მოსარჩენად“,რომელიმე ძვირადღირებულ კლინიკაში? თუ, ზოგ-ზოგიერთებს, სრულიად იდიოტები ვგონივართ?

 

 

-სანდო ტელეარხები ახსენეთ. ამ სრულიად პოლიტიზირებულ სივრცეში, როგორი უნდა იყოს სანდო მედიასაშუალება, თქვენი აზრით?

 

-მე ჟურნალიტი არა ვარ, მაგრამ რასაც ამ ე.წ. კრიტიკულ მედია საშუალებებში ვხედავ, ეს არის „მხარე“ და არა ჟურნალისტიკა. ჟურნალისტიკა უნდა იყოს ფაქტებზე დაყრდნობილი, საიდანაც აზრის გამოტანა უნდა მიანდო მკითხველს და მაყურებელს, შენ კი არ უნდა ახვევდე ადამიანებს თავზე საკუთარ აზრს. ქართული მედია დღეს, არის ძალიან მიკერძოებული და გასაგებია, რატომაც! ეს ჟურნალისტიკა არ არის, ამას სხვა რაღაც უნდა ერქვას. ესენი არიან პარტიის მეხოტბეები და ცდილობენ, როგორმე მათი პარტია დაბრუნდეს ხელისუფლებაში, რომ ამით შემდეგ განსაკუთრებული ბონუსები მიიღონ. ეს არის სამარცხვინო, იაფფასიანი მცდელობა საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისა, მაგრამ ფაქტია, როგორებიც არიან, ისე იქცევიან, სხვა მოქცევა მაგათ არ იციან. სხვაგვარად მოქცევას მეტი ჭკუა, ინტელექტი, ზრდილობა და სიბრძნე სჭირდება.

 

 

-ბატონო დავით, პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ არავის შეწყალებას აპირებს, მაგრამ როგორ ფიქრობთ, შეიწყალებს თუ არა ის, თუნდაც დასავლეთის ზეწოლის გამო, ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილს?

 

-ნიკა გვარამიაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი არ მგონია, შეიწყალოს, რადგან ეს გამოიწვევს საზოგადოებაში დიდ აღშფოთებას და უარყოფით მუხტს.

 

 

იმედი მაქვს, ოდესმე ყველაფერი დალაგდება, მაგრამ მე არ ვეთანხმები ქალბატონი სალომეს ერთიანობის და „შერიგების“ იდეას. გასაგებია, პრეზიდენტს უნდა უნდოდეს ერის გაერთიანება, მაგრამ არ მჯერა, რომ მუხანათი სექტანტები ოდესმე წავლენ შერიგებაზე, ანდა თუ ეს მოხდება, ისინი მოითხოვენ პირობებს, რომელიც მხოლოდ თავად „აწყობთ“.

 

-საქართველომ ევროპარლამენტისგან ბოლო გაფრთხილება მიიღო, რეზოლუციის სახით, რითაც მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის, კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, სამართლიანი სასამართლო პროცესები და ფუნდამენტური თავისუფლებები, მათ შორის, მედიის თავისუფლების სფეროში. ამასთან, დოკუმენტი მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს... რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ მათი მოთხოვნები?

 

-მე მაინტერესებს, რა დოკუმენტებსა და ფაქტებზე დაყრდნობით გამოიტანეს მათ ამდაგვარი დასკვნა.თუ ეს ვინმე „ენჯეოს“ ნათქვამითაა შთაგონებული, მაშინ ის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი „ენჯეოები“ ამა თუ იმ პარტიას ემსახურებიან, სამწუხაროდ. იმის მაგივრად, მართლა სასიცოცხლო პრობლემებზე ილაპარაკონ, პარტიულ დავალებებს ასრულებენ - ზოგჯერ კარგად, ზოგჯერ უარესად.

 

 

მედიის თავისუფლების მხრივ კი, თუ ჩვენთან პრობლემებია, მაშინ მანახეთ, ამაზე უფრო თავისუფალი მედია რომელ ქვეყანაში არსებობს.

 

 

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, - მაინტერესებს რის გამო უნდა დაუწესონ ივანიშვილს სანქციები? რამე დანაშაული აქვს მას ჩადენილი? დეტალებზე არ საუბრობენ ევროპარლამენტარები, უბრალოდ, მათი სურვილია - დაუწესონ, მორჩა და გათავდა!

 

 

ეჭვი მაქვს, იმ 308 დეპუტატისგან, ვინც ამ რეზოლუციას ხელი მოაწერა, 275 ევროპის სახალხო პარტის წარმომადგენელია. ეს გასაგებიცაა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მათი წევრია. რასაკვირველია, თუკი იმდენი მოახერხეს მათი საშუალებით, რომ „ნაცები“ დააბრუნეს ხელისუფლებაში, ევროპის სახალხო პარტიას გავლენა ექნება საქართველოს მთავრობაზე და რასაც უნდა, იმას გააკეთებინებს. სავარაუდოდ, ევროპარლამენტარების სურვილიც ესაა, მაგრამ ეს არ მოხდება. „ნაციონალები“ მთავრობაში ვეღარასდროს დაბრუნდებიან!

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner