უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, დსთ-ს (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა) არცერთ ქვეყანას არ სურს კრემლთან კავშირი და მისი მოკავშირე მხოლოდ სირიაა.
„ყაზახეთის პრეზიდენტმა უარი თქვა დონეცკის და ლუგანსკის „კვაზი ანკლავების“ აღიარებაზე. დსთ-ს არც ერთ ქვეყანას არ სურს, მონაწილეობა მიიღოს რუსეთის დანაშაულებში. სირია დარჩა კრემლის ერთადერთ მოკავშირედ პოლიტიკურ რუკაზე. პუტინს სურდა, რუსეთი ძლევამოსილ ქვეყნად ექცია, მაგრამ ის გარიყულად აქცია“, - წერს პოდოლიაკი.
მანამდე, ყაზახეთის პრეზიდენტმა პუტინს განუცხადა, რომ აფხაზეთის, „სამხრეთ ოსეთის“, ლუგანსკის და დონეცკის „რესპუბლიკებს“ არ ცნობს.