logo_geo
eng_logo
ნაძალადევის რაიონში ორი სპორტული მოედანი რეაბილიტირდა და ერთი ახალი მოედანი მოეწყო
- +

18 ივნისი. 2022. 12:31

 

 

ნაძალადევის რაიონში ორი სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა (ზიგზაგის ქუჩა N69, გურამიშვილის გამზირი N33ბ) და ერთი ახალი ფეხბურთის მოედანი მოეწყო (საყვირის ქუჩა N2). სამივე მისამართზე შესრულებული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 213 000 ლარი დახარჯა.

 

ახალი მოედნები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად დაათვალიერა.

 

„ვაგრძელებთ სტადიონების ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას. ახალგაზრდებისთვის მოწესრიგებული სპორტული მოედნები აუცილებელია, ამით ხელს შევუწყობთ მათ სპორტულ განვითარებას. ნაძალადევის რაიონს კიდევ სამი ახალი სპორტული სივრცე შეემატა. კმაყოფილია ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებით, ბავშვებს უხარიათ. რაიონის მასშტაბით, მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.

 

აღნიშნულ მისამართებზე მოეწყო ხელოვნური მწვანე საფარი და სპორტული ინფრასტრუქტურა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner