logo_geo
eng_logo
კიშინიოვში რუმინეთისა და მოლდოვის პარლამენტების პირველი ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს
- +

18 ივნისი. 2022. 12:56

 

 

კიშინიოვში რუმინეთისა და მოლდოვის პარლამენტების პირველი ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს.

 

მოლდოვური მედიის ინფორმაციით, სხდომაში მონაწილეობენ მოლდოვის ყველა პარტია, გარდა ოპოზიციური - კომუნისტების და სოციალისტების ბლოკისა, რომელმაც შეხვედრას არაკონსტიტუციური უწოდა.

 

ერთობლივ საპარლამენტო სესიას ასევე ესწრება მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ. რუმინეთის მხრიდან შეხვედრას ესწრებიან ორივე პალატის ხელმძღვანელები – მარჩელ ჩოლაკუ და ფლორინ კიცუ, ასევე საპარლამენტო ჯგუფების, სენატისა და დეპუტატთა პალატის კომისიების ხელმძღვანელები.

 

პარლამენტების სხდომა არის „სფატულ ცერიის“ გამეორება – ორგანო, რომელიც არსებობდა 1917-1918 წლებში და შემდეგ გამოაცხადა რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანება. 2016 წელს მოლდოვამ უმასპინძლა „სფატულ ცერია 2“-ს კონგრესს, რომლის შედეგადაც მიიღეს დეკლარაცია მოლდოვასა და რუმინეთის გაერთიანების აუცილებლობის შესახებ და გაერთიანების „საგზაო რუკა“. დოკუმენტებში მითითებულია ორი ქვეყნის გაერთიანების სასურველი თარიღი – 2018 წელი და ამისთვის აუცილებელი ქმედებები: ტერიტორიული რეფორმა, პოლიციის, მთავრობის გაერთიანება, მოლდოვის ევროზე გადასვლა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner