„ჩემი ვერსიით, მას დაავალეს, რომ საქართველოსთვის გამოგონილი კანდიდატობის საკითხი მისი ლიდერობით დაძრულიყო და ევროკავშირში განაცხადის შეტანის მედროშე გამხდარიყო. ეს ერთგვარად მას პოლიტიკურ ქულებსაც მოუტანდა და პროცესის მართვის ლეგიტიმური საფუძველი ექნებოდა. ხელისუფლებამ აქაც ჭკვიანურად იმოქმედა. ეს ნაბიჯი მის ჩამოსვლამდე გადადგა“, - წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი.
მისი თქმით, „თუ უნდა, რომ ნაცმა შეიყვაროს, ამისათვის როგორც მინიმუმ გვარამიას შეწყალებაა საჭირო. ამ ანალიზის გათვალისწინებით, ძალიან მეეჭვება, რომ ზურაბიშვილს მისმა პატრონებმა კონსტრუქციული ქმედების უფლება მისცენ. მას მალე ვიხილავთ ნაცების გვერდით, ეს გარდაუვალია“.