logo_geo
eng_logo
ზედა კვირიკეში ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის მოწყობა მიმდინარეობს
- +

18 ივნისი. 2022. 14:18

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და ქობულეთის მერთან ერთად ზედა კვირიკეში ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის მოწყობის პროცესს გაეცნო.

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 9 მიმართულებით მიმდინარეობს გზის  მშენებლობა, ასევე ხორციელდება ხიდების, საყრდენი კედლების, დამცავი ნაგებობების მშენებლობა. ქობულეთში 15 კმ-იან საავტომობილო გზაზე ცემენტობეტონის საფარი მოეწყობა.

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების ჯამური ღირებულება 12 მლნ ლარს აღემატება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner