logo_geo
eng_logo
საერთაშორისო კვლევების მიხედვით, იუსტიციის რეფორმის, კორუფციის, ორგანიზებული დანაშაულისა და სხვა მიმართულებით, საქართველოს მოლდოვასა და უკრაინაზე უკეთესი შედეგები აქვს
- +

18 ივნისი. 2022. 14:34

 

 

ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი მიენიჭა ევროპული პერსპექტივა.

 

„ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შეაფასოს, როგორ ასრულებს პირობებს, ვიდრე მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დენ ლაიენმა.

 

აღნიშნული განცხადების ფონზე, ვნახოთ, რომელ ადგილებს იკავებენ ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნები მსოფლიოში სხვადასხვა ინდექსის გათვალისწინებით.

 

  1. იუსტიციის რეფორმა: მსოფლიო სამართლიანობის პროექტის (World Justice Project) მონაცემებით: საქართველო - 49-ე ადგილი 139-დან, უკრაინა - 74-ე, მოლდოვა - 73:

 

  1. კორუფცია: საერთაშორისო გამჭვირვალობის (Transparency International) მიერ გაზომილი კორუფციის აღქმის ინდექსი 2021: საქართველო - 45-ე ადგილი, უკრაინა - 122-ე, მოლდოვა - 105-ე.

 

  1. ორგანიზებული დანაშაული: მსოფლიოს კრიმინალური ინდექსის მიხედვით: საქართველოს აქვს 23,38 ქულა, უკრაინას - 47,42, მოლდოვას - 46,35 (ყველაზე მაღალი კრიმინალობაა ვენესუელაში - 83,76).

 

  1. სიტყვის თავისუფლება 2021 (რეპორტიორები საზღვრების გარეშე Reporters Without Borders): საქართველო მე-60 ადგილი, უკრაინა - 97-ე, მოლდოვა - 89-ე.

 

  1. პრესის თავისუფლება (მსოფლიო ბანკი World Bank): საქართველო - 28,64; უკრაინა - 32,9; მოლდოვა - 31,61; (საუკეთესო მსოფლიოში არის ფინეთი - 6,99).

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner