logo_geo
eng_logo
დავით მაღრაძე: სამართლიანობისთვის 9-წლიანი ბრძოლა დაფასდა!
- +

17 აგვისტო. 2016. 14:35



პოეტი დავით მაღრაძე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატებს აფასებს და „აიპრესთან" საუბრისას აცხადებს, რომ ხელისუფლება პოლიტკონიუნქტურის კომპლექსისგან გათავისუფლდა და სამართლიანობისთვის ბრძოლა დააფასა.


„თბილისის სამაჟორიტარო ნუსხამ ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნების წინ სამართლიანობისთვის ბრძოლა დაფასდა. დავინახე, რომ სამართლიანობისთვის 9-წლიანი ბრძოლა დაფასდა, რომელიც მოვისაკლისეთ წინა არჩევნებზე. პოლიტკონიუნქტურა, რასაც ნერგავდნენ ბოლო წლები არასამთავრობოები, .. ოპოზიცია და ასე შემდეგ, ეს პოლიტკონიუნქტურა იყო, ვინც მაშინ იბრძოდა სამართლიანობისთვის, ეს ბრძოლა იყო ნახევრად დანაშაულებრივი და ახლა მე მივხვდი, რომ ხელისუფლება გათავისუფლდა ამ კომპლექსისგან და სამართლიანობისთვის ბრძოლა დაფასებულია ამ სამაჟორიტარო სიაში.

 

თუ გნებავთ, გეტყვით, ყველას ვერ ჩამოვთვლი და მომიტევონ მათ, ვისაც ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ მე იქ დავინახე ბიძინა გეგიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ყაველაშვილი, კობა კობალაძე, ბექა ნაცვლიშვილი, სამართლიანობისთვის ბრძოლა ფასდება, .. ხელისუფლება გათავისუფლდა პოლიტკონიუნქტურის კომპლექსისგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია",-განაცხადა მაღრაძემ.


მისივე თქმით, მოხარულია რომ ამ სიაში ზაზა პაპუაშვილი და ზაზა ხუციშვილი დაინახა.


„ასევე მომღელებთან დაკავშირებითაც, უნიჭიერესი არტისტი ზაზა პაპუაშვილი, რომელიც ძალიან გამიხარდა, რომ ამ სიაში დავინახე, სამართლიანობისთვის ბრძოლა ფასდება-თქო, რომ გეუბნებით, უპირველესი ზაზა პაპუაშვილი ვიგულისხმე.

 

არტისტებს შორის კიდევ, არ გამომრჩეს, სამართლიანობისთვის მებრძოლი ზაზა ხუციშვილი. გამიხარდა მისი გამოჩენა სამაჟრიტარო სიაში, ვინაიდან სამართლიანობისთვის მებრძოლი იყო, თავის სამოქალაქო პოზიცია ჰქონდა მყარი და მკაფიო. მთავარი მესიჯი ჩემთვის კი ის არის, რომ თავსმოხვეული პოლიტკონინუქტურის კომპლექსისგან გათავისუფლდა ხელისუფლება და სამართლიანობისთვის ბრძოლა დააფასა, აი, იმ 9-წლიანი რეჟიმის წინააღმდეგ სამართლიანობისთვის ბრძოლა",- აცხადებს დავით მაღრაძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner