logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: ქართულ სახელმწიფოს ახლა აქვს უკანასკნელი შანსი, ბოლომდე მოუთავოს ხელი ნაცოპოზიციას!
- +

18 ივნისი. 2022. 17:14

 

 

„საქართველო დგას სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე და ამას ყველამ გაუსწოროს თვალი!“ - ამის შესახებ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში წერს.

 

„ნაცოპოზიციას ახლა აქვს ბოლო და უკანასკნელი შანსი, დაამხოს ხელისუფლება!

 

ქართულ სახელმწიფოს ახლა აქვს ბოლო და უკანასკნელი შანსი, ბოლომდე მოუთავოს ხელი ნაცოპოზიციას და სამუდამოდ დაამთავროს რუსული რუბლებით დაფინანსებული „მეხუთე კოლონის“ ბოგინი საქართველოში!

 

თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, თუ კანონისა და კონსტიტუციის გარეთ ხელის პირველი გატოკებისთანავე არ ჩაახშობს კოლექტიური ლьაკა ხოშტარიას რევანშისტულ მონდომებას, მაშინ ამას ქართველი ხალხის გადამწყვეტი უმრავლესობა გააკეთებს!

 

დიახ, საქართველო დგას სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე და ამას ყველამ გაუსწოროს თვალი!

 

საკმარისია, სახელმწიფომ ოდნავი სისუსტე გამოიჩინოს და ამ ქვეყანას სახელმწიფო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აღარ ექნება!“ - წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner