logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: ევროპული პერსპექტივა, რომელიც ცალკეული სტატუსია ევროკავშირის გზაზე, გაეხსნა ტრიოს სამივე ქვეყანას
- +

18 ივნისი. 2022. 17:18

 

 

„ევროპული პერსპექტივა, რომელიც ცალკეული სტატუსია ევროკავშირის გზაზე, გაეხსნა ტრიოს სამივე ქვეყანას, რაც შეეხება სტატუსს, ტრიოს სამივე ქვეყანას დაუწესდა შესაბამისი ვალდებულებები და რეკომენდაციები“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, წამახალისებელი ფუნქცია სწორედ იმ დამაჩქარებელი მოვლენების გამო არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს დღეს ევროპაში, მიენიჭა უკრაინას, რომელიც საშინელ ომშია გახვეული და იბრძვის დღეს რუსეთს წინააღმდეგ და მოლდოვა, რომელიც ეკონომიკურად დაზარალდა, პლუს ამას, მასთან არის ძალიან დიდი რაოდენობა უკრაინელი ლტოლვილების.

 

„ევროკომისიის დღევანდელი რეკომენდაცია შედგებოდა ორი ნაწილისგან - ევროპული პერსპექტივა და სტატუსი ევროკავშირის წევრობაზე. ევროპული პერსპექტივა, რომელიც ცალკეული სტატუსია ევროკავშირის გზაზე, გაეხსნა ტრიოს სამივე ქვეყანას, რაც შეეხება სტატუსს, ტრიოს სამივე ქვეყანას დაუწესდა შესაბამისი ვალდებულებები და რეკომენდაციები და ევროკავშირის მხრიდან სავსებით ლოგიკური და ახსნადი შემდეგი ნაბიჯი - წამახალისებელი ფუნქცია სწორედ იმ დამაჩქარებელი მოვლენების გამო არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს დღეს ევროპაში, მიენიჭა უკრაინას, რომელიც საშინელ ომშია გახვეული და იბრძვის დღეს რუსეთს წინააღმდეგ და მოლდოვა, რომელიც ეკონომიკურად დაზარალდა და პლიუს ამას, მასთან არის ძალიან დიდი რაოდენობა უკრაინელი ლტოლვილების. მათ უთხრეს - დღესვე სტატუსი და ამავდროულად შეასრულე ყველა ეს ვალდებულება, საქართველოს უთხრეს - შეასრულე ვალდებულება და გექნება სტატუსი. ამ ალგორითმს გააჩნია თავისი ახსნა, რომელიც მეტ-ნაკლებად ყველაზე უფრო კარგად გადმოგვცა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მაკრონმა თქვა, რომ საქართველო გეოგრაფიულად და გეოპოლიტიკურად იმყოფება სხვაგან“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner