აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ქობულეთის მერ ლევან ზოიძესთან ერთად სოფელ ლეღვაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი დაათვალიერა. ბაღი 105 აღსაზრდელზეა გათვლილი. ქობულეთში 5 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარებს.
მთავრობის თავმჯდომარემ სოფელ ზენითის საჯარო სკოლის ახალაშენებული სპორტული დარბაზი დაათვალიერა. სპორტული დარბაზი აღჭურვილია თანამედროვე სპორტული ინვენტარით, სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, რაც მოზარდებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში კომპლექსურად მომზადების შესაძლებლობას მისცემს.
2022 წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჯამში, 20 სკოლის სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია განხორციელდება.