„აქციას რომ ჩაატარებენ, ელენე მიუვარდეს ხოშტარია და თან „პრადვინუტმა“ მედიამ გააშუქოს უფრო ეფექტური იქნება“, - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ბექა მჭედლიშვილის ფეისბუქ-სტატუსს, რომლის თანახმად მჭედლიშვილი წერს, რომ სხვადასხვა ადამიანები აანონსებენ აქციას, რომლის გამართვასაც აპირებენ თითქოს ირაკლი ღარიბაშვილის მხარდასაჭერად. მჭედლიშვილი განმარტავს, რომ აღნიშნულ აქციას საქართველოს მთავრობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ქადაგიძის თქმით, ერთმანეთს ასაზრდოებს რუსული ნარატივი და რუბლებით დაფინანსებული „ანტისაოკუპაციო“ ღონისძიება.
„ელენე ხოშტარიას რომ არ იმჩნევ, არ აშუქებ და სადღაც ვიღაცის აქციის გაპიარებას იწყებ, ზუსტად რომ დაგეგმილი პროვოკაციაა. ერთმანეთს ასაზრდოებს რუსული ნარატივი და რუბლებით დაფინანსებული „ანტისაოკუპაციო“ ღონისძიება... ირაკლი ღარიბაშვილს შეხება დაგეგმილ ღონისძიებასთან არ აქვს... ჰოდა, აქციას რომ ჩაატარებენ, ელენე მიუვარდეს ხოშტარია და თან „პრადვინუტმა“ მედიამ გააშუქოს უფრო ეფექტური იქნება“, - წერს ქადაგიძე „ფეისბუქზე“.