ავტორი ალა გრიგალაშვილი
საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ტყემალაძე დარწმუნებულია, რომ კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ჩანაწერის გაკეთებისთვის დეპუტატების ხმათა საჭირო რაოდენობა მოგროვდება.
„ამას აუცილებლად შევძლებთ. საზოგადოებრივი აზრი ჩვენს მხარესაა და დარწმუნებული ვარ, ამ საკითხს გავიტანთ. შესაძლოა, ვინმემ თავდაპირველად ინიციატივა არ მოიწონოს, მაგრამ ფაქტის წინაშე რომ დადგებიან, მხარს დაუჭერენ. ყველა საღად, ქართულად მოაზროვნე დეპუტატი ამ ინიციტივას მხარს დაუჭერს. საინტერესოა, ვინ აზროვნებს ქართულად და ვინ არა... ვნახოთ...", - განუცხადა „რეპორტიორს" ტყემალაძემ.