logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: იმისათვის, რომ გაამძაფრონ მოქალაქეთა ემოციები, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ჯგუფებში გასავრცელებლად შლიან ფეიკნიუსებს, რომლითაც ამტკიცებენ, თითქოს კანდიდატის სტატუსი ფინანსურ სიკეთეებთან არის დაკავშირებული, რაც სრული სიცრუეა
- +

18 ივნისი. 2022. 19:58

როცა სიმართლე სხვაა, როცა არ გიხარია ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარება, როცა არ გწყინს კანდიდატის სტატუსის მიღების ვადის გადაწევა და მიზნებიც სხვაგვარი გაქვს, ასეთი ფეიკებით ცდილობ ფონს გასვლას“, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

იმისათვის, რომ გაამძაფრონ მოქალაქეთა ემოციები, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ჯგუფებში გასავრცელებლად შლიან ფეიკნიუსებს, რომლითაც ამტკიცებენ, თითქოს კანდიდატის სტატუსი ფინანსურ სიკეთეებთან არის დაკავშირებული, რაც სრული სიცრუეა. ასეთ პოსტებს ავრცელებენ მათი წევრები და შესაძლოა ადამიანებიც, რომლებსაც შესაბამისი ცოდნა არ გააჩნიათ. როცა სიმართლე სხვაა, როცა არ გიხარია ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარება, როცა არ გწყინს კანდიდატის სტატუსის მიღების ვადის გადაწევა და მიზნებიც სხვაგვარი გაქვს, ასეთი ფეიკებით ცდილობ ფონს გასვლას... ტყუილია პირველი ანტიევროპულობა!“ - წერს ნიკოლეიშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner