logo_geo
eng_logo
ბათუმში ქვეითად მოსიარულე ბავშვებს ავტომობილი დაეჯახა, შემთხვევის შედეგად ერთი მცირეწლოვანი გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა
- +

18 ივნისი. 2022. 22:22

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა. დაშავებული ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მცირეწლოვან და-ძმას დაეჯახა, ბავშვები დედასთან ერთად იმყოფებოდნენ.

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექისის“ 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

right_banner right_banner
არქივი
right_banner