ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა. დაშავებული ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მცირეწლოვან და-ძმას დაეჯახა, ბავშვები დედასთან ერთად იმყოფებოდნენ.
როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექისის“ 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.