უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა 5-ჯერ სცადეს. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსი დანილოვმა The Globe and Mail-თან ინტერვიუში განაცხადა.
დანილოვის თქმით, ხუთივე მცდელობა თებერვლის დასაწყისიდან მარტის დასაწყისამდე პერიოდში განხორციელდა, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებია.