აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მას ინფორმაცია მიაწოდეს უკრაინაში გაუჩინარებული სამი ამერიკელის შესახებ და ამერიკელებს დაჟინებით მოუწოდა, უკრაინაში არ გაემგზავრონ.
„ინფორმაცია მომაწოდეს. ჩვენ არ ვიცით სად არიან ისინი, მაგრამ მინდა გავიმეორო: ამერიკელები ახლა არ უნდა გაემგზავრონ უკრაინაში. კიდევ ერთხელ ვიტყვი: ამერიკელები ახლა უკრაინაში არ უნდა წავიდნენ“, –აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
„არსებობს ცნობები კიდევ ერთი ამერიკელის შესახებ, რომლის ადგილსამყოფელი უცნობია. მე არ შემიძლია ამ საქმის დეტალებზე საუბარი. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით ამ საქმის დეტალები სრულად“, –განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.