დასავლეთის ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინისთვის ტანკებისა და მოიერიშე თვითმფრინავების არ მიწოდებაზე, ვინაიდან მათ ომში რუსეთის საბოლოო მარცხი არ სურთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
მისი თქმით, ასეთ შეიარაღებით უკრაინა წარმატებულ თავდასხმის ქმედებებზე გადავიდოდა.
„გასაგებია, რაზეა აქ საუბარი. მათ არ სურთ რუსეთის საბოლოო მარცხი. მათ სურთ, აიძულონ რუსეთი, მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს, რათა სამშვიდობო შეთანხმება შედგეს“, – აცხადებს არესტოვიჩი.
მისივე თქმით, ევროპის გეგმები უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების გზით მშვიდობის მიღწევასთან დაკავშირებით წარუმატებელი იქნება.
„უკრაინა სამხედრო გზით გაათავისუფლებს მთელ საკუთარ ტერიტორიას, ან სულ მცირე 24 თებერვლამდე არსებულ ხაზთან გავა. ამას აქვს ერთადერთი მიზეზი – დადგება დრო, როცა რუსული ჯარი უკან დაიხევს უკრაინიდან ისე, როგორც დაიხია კიევის, სუმის, ჩერნიგოვის ოლქებიდან. მიხვდებიან, რომ აქ პერსპექტივა არ აქვს, და უკან დაიხევენ“, – აღნიშნავს არესტოვიჩი.