logo_geo
eng_logo
პირველი ივლისიდან უკრაინა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს დააწესებს
- +

19 ივნისი. 2022. 00:21

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ 2022 წლის პირველი ივლისიდან უკრაინა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს დააწესებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ ტელეგრამ-არხზე დაწერა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, შესაბამისი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა დღეს უნდა მიიღოს. ასევე უკრაინის მთავრობა გეგმავს, შეაჩეროს რუსეთთან ზოგიერთი საერთაშორისო შეთანხმება.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ეს საკითხი შემუშავებულია უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებული უპრეცედენტო საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

მანამდე, 26 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინაში რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ პეტიციას მხარი დაუჭირა და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შესაბამისი საკითხის დამუშავება დაავალა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner